მიხეილ რამიშვილი: თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება.

ადვოკატის თქმით, მას კითხვები უჩნდება, თუ რატომ ვერ მოხერხდა 5 დღის განმავლობაში ბაჩალიაშვილის პოვნა.

„რა ინფორმაციაც მაქვს, ესაა, რომ გარდაცვლილი გოგოს მანქანა მწყემსმა იპოვა. 5 დღის განმავლობაში რატომ ვერ მოხერხდა მისი პოვნა, კითხვები მიჩნდება. ავტომობილი გაიხსნა. მანქანაში, უკანა სავარძელზე იყო ახალგაზრდა ქალი. მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები. ექსპერტიზის წარმომადგენლები არიან ადგილზე. ხორციელდება ყველა საჭირო მოქმედება. რადგან არ გამაჩნია სრულყოფილი ნდობა ექსპერტების მიმართ, ჩვენი მხრიდან ჩაერთვებიან დამოუკიდებელი ექსპერტები. ყველა ვერსიას არსებობის უფლება აქვს, არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა არც არაფერს ვამტკიცებ“, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. მაშველებმა გოგონა თეთრიწყაროს ტყეში ნახეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები