გალის რაიონის ადმინისტრაციის ე.წ.უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობიდან მოხსნეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ გალის რაიონის ადმინისტრაციის ე.წ.უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ომარ ბგანბა ე.წ.თანამდებობიდან მოხსნა.

ბგანბა ე.წ.თანამდებობას 2019 წლის დეკემბრიდან მას შემდეგ იკავებდა, რაც ე.წ. პოსტი თემურ ნადარაიას დაატოვებინეს.

ასევე, ბჟანიას ე.წ.განკარგულების თანახმად, გალის რაიონს კონსტანტინე ფილია უხელმძღვანელებს, რომელიც 2012 წლიდან სოხუმის საკრებულოს ე.წ.თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები