რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა 31 აგვისტოს ჩათვლით გახანგრძლივდა

საქართველოში საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და 2020 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით მოქმედებს.

ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის: მიუნხენი, პარიზი, რიგა.

მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება; ხოლო პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე – 8 აგვისტოდან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები