ჩიკაგოში სამგლოვიარო პროცესიას ცეცხლი გაუხსნეს
ჩიკაგოში სამგლოვიარო პროცესიაზე თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგად 14 ადამიანი დაიჭრა.
The Associated Press-ის ინფორმაციით, ცეცხლი ავტომობილიდან იქნა გახსნილი იმ დროს, როდესაც ის დამკრძალავ ბიუროს მიუახლოვდა. აღინიშნება, რომ იქნა გახსნილი საპასუხო ცეცხლიც.
დაშავებულები მძიმე მდგომარეობაში არიან ჰოსპიტალიზებულნი.
ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი პირი მონაწილეობდა სროლაში. პოლიციამ ერთი პირი დააკავა და ამჟამად მისი დაკითხვა მიმდინარეობს.
პოლიციის ინფორმაციით, სროლა იმ კაცის დაკრძალვაზე მოხდა, რომელიც გასულ კვირას ენგლვუდის რაიონში მოკლეს. უკავშირდება თუ არა მომხდარი ამ ფაქტს, მათთვის, ჯერჯერობით, უცნობია.