კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტს ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა

“კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას მძიმე იყო”, – ამის შესახებ მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გარდაცვლილ 72 წლის მამაკაცს ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.

„პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისას იყო მძიმე და საყურადღებო. დინამიკაში გაუარესდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. ქრონიკული დაავადებებიდან აღენიშნებოდა თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, 3-4 წლის განმავლობაში იტარებდა ჰემოდიალიზის სეანსებს, თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე იმყოფებოდა. შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, რევმატოიდული ართრიტი, არტერიული ჰიპერტენზია – პაციენტი კლინიკაში შემოსვლისას იყო მძიმე. ამ თანმხლები დაავადებებით რთულია პაციენტების მართვა და პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ჯერჯერობით, პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის. დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა მუმლაძემ.

ცნობისთვის, დღეს კორონავირუსით მე-16 პაციენტი გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები