“გვარამიას ეთერში ჰყავდა ქალი, რომელმაც ლამის ანგელოზი ბავშვის მკვლელობის საქმე კი არა, რამდენიმე გაუხსნელი საქმეც გახსნა მსოფლიო მასშტაბით, ეს ქალბატონი გახლავთ გიდი თბილისში, რომელიც უკრაინის კი არა, რუსეთის მოქალაქეა”
“ნიკა გვარამიას ეთერში ჰყავდა ქალბატონი, რომელმაც ლამის ანგელოზი ბავშვის მკვლელობის საქმე კი არა, რამდენიმე გაუხსნელი საქმეც გახსნა მსოფლიო მასშტაბით, ეს ქალბატონი გახლავთ გიდი თბილისში, რომელიც უკრაინის კი არა, რუსეთის მოქალაქეა”, – ამის შესახებ ექსპერტი, ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.
“ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო. ხომ გახსოვთ იოსებ კაკალაშვილი, ანუ იგივე ჯოზეფ ქეი? ადამიანი, რომელიც იყო ტაქსის მძღოლი აშშ- ში და გვარამიამ აქცია ყველაზე მდიდარ კაცად, ბიზნესმენად თავისივე გვარით – ქეი, რომელმაც ტაქსის მძღოლობით ,,იყიდა” ტელეკომპანია “იმედი”. ახლაც იგივე გრძელდება. ჯერ იყო და აშშ-ში თუკი სადმე კლინიკაში დამლაგებლად ვინმე ქართველი იყო (დამლაგებლის პროფესიას არ ვეხები, უბრალოდ, სამედიცინო კუთხით მუშაობის გამოცდილებაზე ვაპელირებ) ყველას აზრი გამოიყენეს, როგორც ექსპერტის, ინფექციისა და ეპიდემიის დარგში და ლამის მსოფლიო დონის უმაღლესი ხარისხის ექიმებად გაგვაცნეს ეს ადამიანები.
დღეს კიდევ, გვარამიას ეთერში ჰყავდა ქალბატონი, რომელმაც ლამის ანგელოზი ბავშვის მკვლელობის საქმე კი არა, რამდენიმე გაუხსნელი საქმეც გახსნა მსოფლიო მასშტაბით, არადა, გაინტერესებთ, ეგ ქალბატონი ვინ იყო? ქალბატონი გახლავთ გიდი თბილისში, რომელიც უკრაინის კი არა, რუსეთის მოქალაქეა.
მოკლედ, ტაქსის მძღოლებით უცვივდებოდნენ ადრე ტელევიზიებს და ახლა კიდევ სტომატოლოგებითა და გიდებით აპირებენ კორონა და რამდენიმე გაუხსნელი საქმე დაამარცხონ!!!
აღარც კი მეცინება, ჩვეულებრივი მანიაკები არიან, რომლებსაც არც ტვინი აქვთ და არც – ნამუსი, რომ უბრალოდ გაქრნენ და საზოგადოება აღარ დაწამლონ!!!”, – წერს ლატარია.