სუს-ი: ზაზა გახელაძის უკანონო გატაცების ფაქტთან დაკავშირებით, კვლავ გააქტიურდა ცხელი ხაზი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის უკანონო გატაცების ფაქტთან დაკავშირებით, უწყების მიერ კვლავ გააქტიურდა ცხელი ხაზი. აღნიშნული განცხადებით სუს-ი საოკუპაციო რეჟიმის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ზაზა გახელაძეს მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
“სუს-ი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაციის დადასტურებულ წყაროს წარმოადგენს ცხელი ხაზის მექანიზმი.
ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით 18 ივლისს კვლავ გააქტიურდა ცხელი ხაზი”, – აცხადებენ სუს-ში.
​შეგახსენებთ, საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები