დაკვამლიანება რესტორან “ქალაქურში” – ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურია მობილიზებული
თბილისში, რესტორან “ქალაქურში” დაკვამლიანება იყო. როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, კვამლი რესტორნის სამზარეულოს გამწოვში შეინიშნებოდა.
მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილას მობილიზებულია 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.