კახა კუჭავა: „ედისონ რისერჩის” კვლევები აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება” მყარად, დამაჯერებლად ლიდერობს და უმრავლესობის მოპოვება არ გაუჭირდება

„ამ კვლევებშიც კი, მათ ვერ შეძლეს, არ ეჩვენებინათ, თუ რამდენად წინ არის “ქართული ოცნება” მთლიანად აღებული ოპოზიციური სპექტრის რეიტინგთან და თუ ჩვენ შევხედავთ ამას ალოკაციის შემდეგ, აქაც ძალიან მყარად და დამაჯერებლად ლიდერობს „ქართული ოცნება”, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა „ედისონ რისერჩის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას” უმრავლესობის მოპოვება არ გაუჭირდება.

„წლების განმავლობაში ატარებდნენ ამ კვლევებს, რაც არასდროს ემთხვეოდა საბოლოო შედეგებს, საკმაოდ მაღალი აცდენებიც იყო და რთულია, ენდო ამ კვლევებს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, დავინტერესდეთ, ვინ აკეთებს საველე სამუშაოებს და მარტივია, შემდეგ მივხვდეთ, რომ ეს კვლევები არ არის სიზუსტესა და იმ რეალურ სურათთან ახლოს, რომელიც შეიძლება, მათ დაენახათ, მაგრამ არ უნდოდათ, ეს გადმოეცათ. ფაქტი ერთია, რომ ამ კვლევებშიც კი მათ ვერ შეძლეს, არ ეჩვენებინათ, თუ რამდენად წინ არის “ქართული ოცნება” მთლიანად აღებული ოპოზიციური სპექტრის რეიტინგთან, მაგრამ აქვე ნუ დაგვავიწყდება, რომ თუ ჩვენ შევხედავთ ამას ალოკაციის შემდეგ, თუ როგორ სურათს შეიძლება ვხედავდეთ, აქაც ძალიან მყარად და დამაჯერებლად ლიდერობს „ქართული ოცნება” და, პირველ ყოვლისწ, ხაზს უსვამს, რომ უმრავლესობის მოპოვება არ გაუჭირდება”, – განაცხადა კახა კუჭავამ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები