კახა კალაძე: წლის ბოლოსთვის თბილისში „ევრო ექვსის“ ახალი ავტობუსები შემოვა და ყვითელი ავტობუსები სრულად შეიცვლება

“თბილისში წლის ბოლოსთვის „ევრო ექვსის“ ახალი ავტობუსები შემოვა, რომლითაც ამ დროისთვის მოძრავი ყვითელი ავტობუსები სრულად შეიცვლება”, – ამის შესახებ საქართველოს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ ხელმისაწვდომი იყო ავტობუსების ქსელი. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია, დაწყებული გვაქვს ავტობუსების პარკის განახლება და წლის ბოლოსთვის არსებულ ყვითელ ავტობუსებს სრულად ჩავანაცვლებთ. წლის ბოლოდან გვეყოლება ახალი, „ევრო ექვსის“ ავტობუსები. დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია საცობებისა და ჰაერის დაბინძურების შემცირება. ეს შესაძლებელია, მოწესრიგდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებით, თუმცა, მხოლოდ აღნიშნული კომპონენტი ვერ მოაგვარებს არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები