“სამწლიანი ცილისწამების მიუხედავად, სიმართლემ მაინც გაიმარჯვა და შეკვეთილში დენდროლოგიური პარკი გაიხსნა”

„გუშინ იყო უაღრესად მნიშვნელოვანი დღე არამხოლოდ გურიისთვის. ეს იყო მნიშვნელოვანი დღე საქართველოსთვის, როდესაც გაიხსნა ჩვენი მოქალაქეებისთვის შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით განხორციელდა და, მიუხედავად სამწლიანი ცილისწამებისა და “თეთრზე შავის ძახებისა”, მაინც სიმართლემ გაიმარჯვა. ჩვენი მოქალაქეები თავიანთი თვალით ხედავენ, რამხელა შრომის შედეგია ეს პარკი. სიმბოლურია ის, რომ, წლების განმავლობაში ცილისწამების მიუხედავად, ეს დიდი საქმე, ბუნების დიდი სიყვარული და ჩვენი მოქალაქეებისა და ქვეყნისთვის უნიკალური პარკი გაიხსნა. ყველამ უნდა დავინახოთ, რომ საბოლოოდ, სიმართლე მაინც იმარჯვებს“, – განაცხადა გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები