სახალხო დამცველმა დისტანციური წესით ჩატარებული სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა
სახალხო დამცველმა დისტანციური წესით ჩატარებული სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა.
სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, მთავარი საკითხები, რომლებიც ანგარიშშია იდენტიფიცირებული, ბრალდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გავლენას შეეხება.
“მთავარი საკითხები, რომლებიც ჩვენს ანგარიშში არის იდენტიფიცირებული, შეეხება ბრალდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გავლენას. ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული საკითხები და პრობლემები იქნა იდენტიფიცირებული თარგმანთან დაკავშირებით, დისტანციური სასამართლო პროცესების დროს ეს პრობლემური იყო. ასევე, ერთერთი პრობლემური შემთხვევა ჩვენთვის იყო მოწმის დაკითხვა. გარკვეულ შემთხვევებში მოწმის დაკითხვა ხდებოდა ისეთი სივრციდან, როცა არ იყო გამორიცხული ეჭვი იმის შესახებ, რომ მოწმეს გარკვეული პირი კარნახობდა ან წინასწარ დაწერილ ჩვენებას კითხულობდა და ა. შ.“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.