“ტურისტებთან შედარებით, უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოსული ჩვენი მოქალაქეებისაგან ვირუსის გავრცელების გაცილებით მაღალი რისკია, რადგან მათ მეტი სოციალური კავშირები აქვთ”
“დღეისათვის არსებული მონაცემებით ყველა უცხოელმა ნებაყოფლობით ტესტირებაზე თანხმობა განაცხადა, ხოლო ქართველებმა, რომლებსაც შეუძლიათ ამ ქვეყანაში უცხო ქვეყნის პასპორტით ჩამოსვლა, ტესტირებაზე უარი განაცხადეს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ტურისტებთან შედარებით, უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოსული ჩვენი მოქალაქეებისაგან ვირუსის გავრცელების გაცილებით მაღალი რისკია, რადგან მათ მეტი სოციალური კავშირები აქვთ.
,,სამწუხაროდ, ეს აჩვენებს დამოკიდებულებას. აქედან გამომდინარე, მე არ ვარ დარწმუნებული რომ ჩამოსული უცხოელი პირველ რიგში მივა ოჯახში და ჩაეხუტება ოჯახის წევრებს, მოინახულებს ბიძაშვილებს. ჩამოსულ ტურისტს ექნება სპეციალური აპლიკაცია, გვეცოდინება მისი გადაადგილება და სად გაჩერდება. ჩვენი მოქალაქე, რომელიც ბრუნდება აბსოლუტურად სხვა რეჟიმშია, გაცილებით უფრო მაღალი რისკია ჩვენი მოქალაქისგან, რომელსაც მეტი სოციალური კავშირები აქვს, ვიდრე იმას, ვინც აქ ჩამოდის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.