ამირან გამყრელიძე: კორონავირუსი ტრაილერის 63 მძღოლს დაუდასტურდა, ბოლო 4 კვირის განმავლობაში შემოტანილი შემთხვევების მთავარი წყარო სწორედ ტრაილერების მძღოლებია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 4 კვირის განმავლობაში ქვეყანაში შემოტანილი კორონავირუსის შემთხვევების ერთერთი მთავარი წყარო ტრაილერების მძღოლებია.

მისივე თქმით, მათი იდენტიფიცირება სწრაფად მოხდა, რამაც ინფექციის გავრცელებას საშუალება არ მისცა.

“ბოლო 4 კვირის განმავლობაში შემოტანილი შემთხვევების ერთერთი მთავარი წყარო ტრაილერების მძღოლებია, თითოეული მათგანის სწრაფი იდენტიფიცირება ხდება და არ მიეცა მათ საშუალება ინფექციის შემდგომი გავრცელებისა. 63 მძღოლია. საკმაოდ დაბალი პროცენტია იმ მძღოლებისა, რომლებსაც საქართველოში ყოველდღიურად ტვირთი შემოაქვთ, 0.2 პროცენტის ფარგლებში გახლავთ”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები