მეუფე შიო: თანამედროვე ქართული ეკლესიის მშენებლობის და აღმავლობის ყველაზე დიდი წინამძღოლი სწორედ საქართველოს პატრიარქია

“თანამედროვე ქართული ეკლესიის მშენებლობის და აღმავლობის ყველაზე მძლავრი ლოდი და დიდი წინამძღოლი სწორედ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახლავთ”,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, სადაც პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლოცვა აღავლინა.

მისივე თქმით, ყოველი ქრისტიანი უნდა ავლენდეს ქრისტიანულ თვისებებს, რომელთა შორისაც უპირატესი თავგანწირული სიყვარულია.

“თანამედროვე ქართული ეკლესიის მშენებლობის და აღმავლობის ყველაზე მძლავრი ლოდი და დიდი წინამძღოლი სწორედ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გახლავთ. მისი სამოციქულო მოღვაწეობა ჩანს ყოველ წელს და დღეს, რაოდენ უხვი და მადლმოსილია, თუნდაც ბოლო მოვლენების ჟამს პანდემიის პერიოდში გამოჩნდა, რომ მისი წინამძღოლობით საქართველოს ეკლესიამ დაამოწმა მთელი მსოფლიოს წინაშე ჭეშმარიტი დამოკიდებულება ამ მოვლენისადმი და დიდი სულიერი ამოცანისადმი, რომელიც მთელი ერის წინაშე იდგა.

ვალდებულები ვართ, სამოციქულო ღვაწლი აღვასრულოთ. ყოველი ქრისტიანი უნდა ავლენდეს ახლებურ ქრისტიანულ დამოკიდებულებას ღმერთისადმი, ადამიანებისადმი. არ უნდა ავლენდეს მხოლოდ მიწიერ მიდრეკილებებს, მატერიალური მოხვეჭისკენ ლტოლვას და მხოლოდ მიწიურ პრაგმატიზმს, ეს არაა ქრისტიანული. არამედ უნდა ავლენდეს ქრისტიანულ თვისებებს, რომელთა შორისაც უპირატესი თავგანწირული სიყვარულია. თუ ჩვენ გვაქვს ასეთი სიყვარული, როგორც დიდ მოციქულებს ჰქონდათ, მაშინ შევძლებთ ეს გამოვავლინოთ, მაგრამ თუ გულში არ გვაქვს, მაშინ ვერც გამოვავლენთ ამას ვერასდროს და ჩვენი საქმიანობა იქნება ისეთი, როგორც ამბობს უფალი: ვაი თქვენ, ფარისეველნო, ორგულნო”,- განაცხადა მეუფე შიომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები