რიმა ბერაძემ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახს საჩუქრად მაცივარი გადასცა
თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ სულთანიშვილების ოჯახს საჩუქრად მაცივარი გადასცა.
თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საკრებულოს წევრმა, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახი პირადად მოინახულა და მაცივართან ერთად საკვები პროდუქტებიც მიუტანა.
როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა ოჯახში ორი მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება, რომელთა დედაც მეორე ჯგუფის ინვალიდია.
„ამგვარი სახის დახმარება სულთანიშვილების ოჯახში მცხოვრები ბავშვებისთვის აუცილებელი იყო. იმ ადამიანების გვერდში დგომა, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, ჩვენი მთავარი ამოაცნაა და მათ თანადგომას ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.