გერმანიის მთავრობის პრესსამსახურში ჯაშუში გამოავლინეს

გერმანიის ფედერალური მთავრობის პრესსამსახურში რამდენიმე წლის განმავლობაში ეგვიპტის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი თანამშრომელი გამოავლინეს.

ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრის, ჰორსთ ზეეჰოფერის ანგარიშშია ნათქვამი.

აღინიშნება, რომ ის პრესსამსახურის საშუალო რგოლის თანამშრომელი იყო. ქვეყნის პოლიციამ ამ პირის მიმართ შესაბამისი ღონისძიებები 2019 წლის დეკემბერში ჩაატარა. შენობაში, სადაც ის მუშაობდა, ჩხრეკაც ჩატარდა.

ფედერალურმა პროკურორმა დაადასტურა, რომ პირს ბრალი ჯაშუშობის ბრალდებით წარედგინა, თუმცა გამოძიება გრძელდება.

გერმანიის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ეგვიპტის სპეცსამსახურები ქვეყანაში მცხოვრები ეგვიპტელების შესახებ ცდილობენ ინფორმაციის მოძიებას, რომლებიც შეიძლება, “ძმები-მუსლიმების” დაჯგუფების წევრები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები