დავით ჩიხელიძე: ცალსახაა, რომ საქართველოს პროგრესი მრავალი მიმართულებით აქვს

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე NEWEUROPE გამოქვეყნებულ სტატიას სახელწოდებით „საქართველოს დაახლოვება ევროატლანტიკურ ოჯახთან“ ეხმაურება.

მისი თქმით, სრული ჭეშმარიტებაა, რომ „ნატოს“ წევრობა როგორც ხელისუფლების, ასევე, მოსახლეობის მიზანია.

„გამოცემა NEWEUROPE-მა საქართველოს შესახებ უაღრესად პოზიტიური და ობიექტური სტატია დაწერა, სადაც საუბარია საქართველოს პროგრესსა და დასავლურ მისწრაფებებზე. ცალსახაა, რომ საქართველოს პროგრესი მრავალი მიმართულებით აქვს. განსაკუთრებით კი სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით, რასაც არამხოლოდ ცალკეული გამოცემები, არამედ არაერთი საერთაშორისო კვლევა ადასტურებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია საქართველოს ბრძოლა პანდემიის წინააღმდეგ, რომელიც კორდინაციის, პასუხისმგებლობის და პროფესიონალიზმის საუკეთესო მაგალითს
წარმოადგენს. სამწუხაროდ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ჯერ ისევ ვერ ვაცნობიერებთ თუ რამდენად წარმატებულია პანდემიის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ არჩეული კურსი, რომელმაც ქვეყანა კოლაფსს გადაარჩინა. რა თქმა უნდა, შედეგი რომელიც გვაქვს სახელმწიფოსთან ერთად, თითოეული მოქალაქის მაღალი სამოქალაქო შეგნების შედეგია, მაგრამ ასევე გასათვალსიწინებელია, მთავრობის დროული შეზღუდვები, რომელმაც ქვეყანას, სხვა ქვეყნებთან შედარებით უპირატესობა მისცა. ახლა კი კვლავ გამოცემა NEWEUROPE-ის სტატიას დავუბრუნდები, სადაც ხაზგასმით წერია, რომ საქართველოს ჰყავს
პროდასავლური ხელისუფლება, რომლის მიზანს ნატოში გაწევრიანება წარმოადგენს და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს ნატოს წევრობას, დიახ! სრული ჭეშმარიტებაა, რომ როგორც ხელისუფლების, ასევე, მოსახლეობის მიზანი ნატოს წევრობა გახლავთ, ეს ჩვენი (საქართველოს) გათვიცნობიერებული უალტერნატივო არჩევანი გახლავთ. რადგან ნატოს წევრობას შევეხეთ, შეუძლებელია არ
აღვნიშნოთ, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პოზიტური პროცესები, რომელმაც მას შემდეგ, რაც მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა, შეუქცევადი სახე მიიღო. ირაკლი ღარიბაშილმა პრემიერ მინისტრობის დროს, ერთხელ უკვე გააფორმა საქართველოსთვის ისტორიული ხელშეკრულება (ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება) თუ თავდაცვის უწყებაში მინისტრის მიერ არჩეულ
კურსს გავითვალისწინებთ, დავინახავთ, რომ მას (ირაკლი ღარიბაშილს) აქვს უნარი და შესაძლობლობა, კვლავ მიიღოს მონაწილეობა ისტორიულ პრცესში და საქართველო ნატოს წევრი სწორედ მისი მინისტრობის პერიოდში გახდეს“, – წერს დავით ჩიხელიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები