მოსკოვის ცსკა: თორნიკე შენგელია, გელოდებით მოსკოვში
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა კლუბმა Twitter-ზე ოფიციალურად გაავრცელა და ვიდეოც დაურთო წარწერით – “გელოდებით მოსკოვში”.
მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დადასტურდა, რომ შენგელია რუსეთის არმიის კლუბის რიგებს შეუერთდა, ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გამოქვეყნდა.
“შეგახსენებთ, რომ შენგელიას ესპანურ ბასკონიასთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებდა, თუმცა, მოსკოველებმა ყველაფრის მოგვარება მოახერხეს. ქართველი ლეგიონერი ბასკურ კლუბში 2014 წლიდან თამაშობდა და სულ ახლახან მისმა კლუბმა 10-წლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შენგელია ბასკონიელთა კაპიტანი და უპირველესი ლიდერი იყო ბოლო წლების განმავლობაში”, – წერია განცხადებაში.