“მოხდა საშინელი ფაქტი, მიუცვივდნენ ჟურნალისტები ახვლედიანის დედას სახლში და ეუბნებიან, იცით თუ არა, რომ თქვენი შვილი მკვლელიაო”

გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულის, ვახო ახვლედიანის ადვოკატის თქმით, ჟურნალისტები გუშინ ახვლედიანის დედას სახლში მიუცვივდნენ. ამის შესახებ ადვოკატმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში განაცხადა.

“ახვლედიანის ოჯახთან გუშინაც მქონდა კომუნიკაცია, მოხდა საშინელი ფაქტი, მიუცვივდნენ ჟურნალისტები ახვლედიანის დედას სახლში და ეუბნებიან, რომ იცით თუ არა, რომ თქვენი შვილი მკვლელია და ბრალი აქვს წაყენებული.

ახვლედიანმა გიორგის დაკარგვის შესახებ გაიგო მეორე დღეს, როდესაც ურეკავს ანი გაბეჩავას, ვისი დაბადების დღეც იყო და ეკითხება, იპოვეს ყველა ბიჭი? ანი ეუბნება, რომ შაქარაშვილი დაკარგულია და რატომ არ აკეთებთ არაფერს? არ ურეკავთ მშობლებს? – ამას ეუბნება ახვლედიანი ანის. შაქარაშვილს არ ჰქონდა ტელეფონი, ამიტომაც ახვლედიანი ამბობს, რომ მთელს ღამეს იქ გაატარებდა, რომ სცოდნოდა, შაქარაშვილი მისი მიმართულებით წავიდა. ყველაფერს გავაკეთებდი, რომ მომეძებნაო იმიტომ, რომ იქვე დაახლოვდნენ და დამეგობრდნენ, იმდენად დადებითი ადამიანი იყო გიორგი შაქარაშვილი. ახვლედიანი ახლაც სტრესშია და ნერვიულობს.

ნებისმიერი ადამიანის ვალდებულებაა, ვისაც კი გვექნება რაიმე ინფორმაცია, დავეხმაროთ გამოძიებას, ოღონდ ისე არა, რომ ცრუ ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას”, – აცხადებს მზია ქასრაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები