ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე “კაწროს” ადვოკატი: პირი, რომელიც გავრცელებულ ვიდეოკადრებში ფიგურირებს შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება 

ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე “კაწროს” ადვოკატის თამრ აბესაძის ინფორმაციით, პირი, რომელიც მედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ფიგურირებს ამ წუთებში შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალსიტებს შსს-სთან განუცხადა.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ავთანდილ ბილანიშვილმა გამომძიებელს განუმარტა, რომ ის არ ფიგურირებს გავრცელებულ კადრებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე “კაწროს” გამოკითხვა რამდენიმე საათის განმავლონაში მიმდინარეობდა. კერძოდ, ის გამოკითხვაზე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე იყო დაბარებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები