ამირან გამყრელიძე: კარანტინმა ქვეყანაში ინფექციის შეკავებაში სერიოზული როლი ითამაშა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ინფექციის შეკავებაში კარანტინმა სერიოზული როლი ითამაშა.

მისივე თქმით, კარანტინიდან გასვლამდე ადამიანს “პისიარ” ტესტი უკეთდება, რაც ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია.

“კარანტინმა ძალიან სერიოზული როლი ითამაშა ქვეყანაში ინფექციის შეკავებაში. დღეისთვის კარანტინშია 4695 ადამიანი და როგორც მოგეხსენებათ ყველა მათგანი კარანტინიდან გასვლის მე-13-14 დღეს, კარანტინიდან გასვლამდე იტესტებიან “პისიარ” ტესტით და ამითაც ჩვენ პროფილაქტიკას და პრევენციას ვაკეთებთ ინფექციის გავრცელების კუთხით”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები