თამარ გაბუნია: ვირუსის სეზონურობის მეცნიერული დასაბუთება არ გვაქვს, ჩვენი კლიმატის მსგავს მეზობელ ქვეყნებში სურათი საკმაოდ დრამატულია

“ქვეყანაში დღეს არსებული სტაბილური ეპიდემიოლოგიური ვითარება საზღვარზე მკაცრ კონტროლთან არის დაკავშირებული”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ვირუსის სეზონურობა მეცნიერულად, ჯერჯერობით, არ საბუთდება.

„დღემდე მოქმედებს საკარანტინე ზონა. ყველა შემთხვევა, რომელიც საკარანტინე სივრცეში ხვდება, შემდეგ მოწმდება. ქვეყანაში დღეს არსებული სტაბილური ეპიდემიოლოგიური ვითარება საზღვარზე მკაცრ კონტროლთან არის დაკავშირებული.

არ გვაქვს მეცნიერული დასაბუთება, რომ ვირუსი ნამდვილად უკავშირდება სეზონურობას. თუ გადავავლებთ თვალს მეზობელ ქვეყნებს, რომლებთანაც კლიმატური მდგომარეობა ძალიან მსგავსია ჩვენი კლიმატური მდგომარეობისა, იქ ნახავთ, რომ სურათი საკმაოდ დრამატულია. ამდენად, იმას, რომ ჩვენ შიდა გადაცემა დღეს არ გვაქვს, ცალსახად ვერ დავუკავშირებთ სეზონურობას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები