მუხრანში 28 წლის კაცმა მამა და ბაბუა მოკლა – ერთერთი ვერსიით, მოკლული ბაბუა საკუთარ რძალზე სექსუალურად ძალადობდა

მუხრანში 28 წლის კაცმა მამა და ბაბუა მოკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის დროს ოჯახის ორივე წევრს ეძინა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ სავარუდო დამნაშავემ, რომელიც ციხიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა, მეზობლის მანქანა გაიტაცა და მიიმალა.

“კურიერის” ინფორმაციით, ადგილობრივები ამბობენ, რომ მოკლული ბაბუა საკუთარ რძალზე სექსუალურად ძალადობდა, ციხიდან ახლადგამოსულმა შვილიშვილმა კი ამ ფორმით შური იძია.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2 ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები