ვლადიმერ ბორცვაძე: გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება

“გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულებისა და გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები