“ვფიქრობ, უპრიანია, რომ ხელისუფლებას დავუტოვოთ კრიზისის მართვის საშუალება საგანგებო მდგომარეობის შემოღების გარეშე”

“ეპიდემიოლოგთა უდიდესი ნაწილი კორონავირუსის შესაძლო მეორე ტალღას ვარაუდობს, რომელსაც შესაძლოა, უფრო მაღალი გავრცელების ხარისხი ჰქონდეს და ზიანის კუთხითაც უფრო მძიმე იყოს”, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

“ეპიდემიოლოგთა უდიდესი ნაწილი ვარაუდობს შესაძლო მეორე ტალღას, რომელსაც შესაძლოა, უფრო მაღალი გავრცელების ხარისხი ჰქონდეს და ზიანის კუთხითაც იყოს უფრო მძიმე, ამიტომ ვფიქრობ, უპრიანია, რომ ხელისუფლებას დავუტოვოთ კრიზისის მართვის საშუალება საგანგებო მდგომარეობის შემოღების გარეშე, რის საშუალებას იძლევა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონი და ჩვენ ამ კანონის მოქმედების ვადას ამ ეტაპზე ვადგენთ წლის ბოლომდე”, – აღნიშნა ხუნდაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები