გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 532 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2020 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 532 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 63 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
“ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 609 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 199 ფაქტი, აჭარაში – 151, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 138, ქვემო ქართლში – 131, შიდა ქართლში – 112, სამცხე-ჯავახეთში – 111, მცხეთა-მთიანეთში – 39, გურიაში – 25, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 11 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ამავე, 6-თვიან პერიოდში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში უკანონო ტყითსარგებლობის 6 ფაქტი გამოავლინეს.
ჯამურად, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2 700მ3-მდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 149 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 57 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი”, – ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.