საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული 21 წლის ახალგაზრდა თავისუფალია

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ 4 ივლისს გატაცებული 21 წლის ტატო ზარქუა თავისუფალია. აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი და ზარქუა მოლაპარაკებების შედეგად გათავისუფლდა.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ტატო ზარქუა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, 4 ივლისს დააკავეს.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები