დავით სონღულაშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ესაუბრა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი ისრაელის სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს.
კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობაზე, საპარლამენტო ზედამხედველობის ძირითად მიმართულებებზე და კომიტეტის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
კომიტეტის თავმჯდომარემ ისრაელის ელჩს შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.