მიხეილ ჩხენკელი: მსურს, მთელი გულით მივულოცო დამოუკიდებლობის დღე ამერიკელ ხალხს, ამერიკის მთავრობას, ელჩს საქართველოში, აგრეთვე ჩემს ამერიკელ მეგობრებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს ამერიკელ ხალხსა და ამერიკის მთავრობას ულოცავს.
“4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა!
მსურს, მთელი გულით მივულოცო ეს დღე ამერიკელ ხალხს, ამერიკის მთავრობას, ელჩს საქართველოში, აგრეთვე ჩემს ამერიკელ მეგობრებს!
ძალიან დიდია ამერიკის, როგორც მთავარი სტრატეგიული პარტნიორისროლი საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში. ჩემთვის, როგორც საქართველოსა და აშშ-ს ორმაგი მოქალაქისთვის, ეს განსაკუთრებულად საამაყოა.
მსურს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ამერიკელ ხალხსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას ყველა განხორციელებული და მიმდინარე პროექტისათვის! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!”,-აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები