ამირან გამყრელიძე: დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არ არსებობს საშიშროება, რომ სწავლა გადაიდოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არ არსებობს არავითარი საშიშროება იმისა, რომ სწავლა კვლავ გადაიდოს.

“რაც პანდემია დაიწყო, ორშაბათს ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. ყველა ზომა არის მიღებული და მინიმუმამდე არის დაყვანილი ინფექციის გავრცელების რისკი.
ასევე, დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არ არის არავითარი საშიშროება იმის, რომ სწავლა არ დაიწყოს. თუ შევინარჩუნებთ ეპიდსიტუაციას, როგორიც დღეს გვაქვს, სწავლის დაწყების არავითარი საფრთხე არ არის.
სწავლა დღეს ნაწილობრივ დისტანციურია. სექტემბრიდან ეპიდსიტუაცია თუ ასეთი იქნება, საკითხი განხილული იქნება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე და სწავლის აღდგენას ტრადიციულ სტილში საფრთხე არ დაემუქრება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები