“მოხარული ვარ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების გამო, რომელიც იმედი გვაქვს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯი იქნება დემოკრატიული დღის წესრიგისთვის”, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პარლამენტში დღეს გამართული შეხვედრების მთავარი მიზანი არჩევნებისთვის მზადების შემდგომი ეტაპი იყო.
„რაც შეეხება 8 მარტის შეთანხმებას, მე დავინახე კომპრომისის მიღწევის სულისკვეთება მხარეებისგან, რამაც შეთანხმების მიღწევა საბოლოოდ შესაძლებელი გახადა. მსურს, შექება გამოვხატო ყველას მიმართ, ვინც ამ მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევაში მონაწილეობდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესის თვალყურის დევნებასა და მონიტორინგს გავაგრძელებთ.
დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო არჩევნებისთვის მზადების შემდგომი ეტაპი. რაც ასევე მნიშვნელოვანია, გახლავთ საარჩევნო კოდექსი და მისი რეკომენდაციების მიხედვით განხორციელება. იმედი მაქვს, საბოლოოდ, ჩვენ გვექნება პლატფორმა არჩევნებისთვის, რომელიც ეჭვგარეშეა, რომ კონკურენტული იქნება”, – განაცხადა ჰარცელმა.