მამუკა მდინარაძე: პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები უკეთეს მენეჯმენტს, მაღალ შედეგსა და დაბალ ხარჯებს ემსახურება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები უკეთეს მენეჯმენტს, მაღალ შედეგსა და დაბალ ხარჯებს ემსახურება.

მისივე თქმით, რეგლამენტთან დაკავშირებით, მთავარი კრიტერიუმი უკეთესი საპარლამენტო მენეჯმენტი იყო.

“რეგლამენტთან დაკავშირებით ოპოზიციის რაციონალური რჩევა მაინცდამაინც არ მახსენდება. იმიტომ არა, რომ ცუდი მეხსიერება მაქვს, კარგი მეხსიერება მაქვს, მათი რაციონალური რჩევები არ მომისმენია. მთავარი კრიტერიუმი, საიდანაც ამოვედით, იყო უკეთესი საპარლამენტო მენეჯმენტი. ეს ნიშნავს იმას, რომ, მაგალითად, 9 ვიცესპიკერის ნაცვლად იქნება მაქსიმუმ 5 ვიცე-სპიკერი. როდესაც საქართველოს რეგლამენტი იხვეწებოდა, მთავარ კრიტერიუმად ასევე აღებული იყო საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა, აქედან გამომდინარე, ცვლილება ემსახურება უკეთეს მენეჯმენტს, მაღალ შედეგსა და დაბალ ხარჯებს. მათ შორის, თუკი ფრაქციების რაოდენობა მცირდება, ეს არის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა იქედან გამომდინარე, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს აქვს საშუალება, პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეს”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები