ბათუმში მთვრალმა ოჯახის წევრი გააუპატიურა – ბრალდებულს თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახურ თანაცხოვრებაში მყოფი პირის გაუპატიურებაში ბრალდებული ვ.ვ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლოში წარდგენილიმტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 4 დეკემბერს ქ.ბათუმში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვ.ვ.-მ ძალადობის გამოყენებით გააუპატიურა მასთან მცხოვრები ს.ვ.

“სამართალდამცველებმა ვ.ვ. 2019 წლის 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111 137-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (გაუპატიურება, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ვ.ვ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 7 წლით  აღკვეთა განუსაზღვრა”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები