სენაკელი ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, სენაკელი ვეტერანებისთვის 4-5 ივლისს საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება.
მათივე ცნობით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით პერმანენტულად ტარდება.
“ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებითა და ა(ა)იპ ”ქართული ოცნება_ ჯანმრთელი მომავლის” ხელშეწყობით, მიმდინარე წლის 4-5 ივლისს სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის მრავალპროფილური, უფასო სამედიცინო კვლევები (მათ შორის, ექოსკოპია, ელექტროკარდიოგრამა) ჩატარდება.
საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებს აკადემიური და სამედიცინო პერსონალი (თერაპევტი, კარდიოლოგი, ანგიოლოგი, ტრავმატოლოგი, ორთოპედი, უროლოგი, ონკოლოგი, ენდოკრინოლოგი, რევმატოლოგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი, გინეკოლოგი, პედიატრი, ოფთალმოლოგი, გასტროენტეროლოგი, ზოგადი ქირურგი, ნევროლოგი, ნეიროქირურგი) შემდეგი კლინიკებიდან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სამედიცინო ცენტრი ”ვივამედი”, ალადაშვილის კლინიკა, საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა ”გიდმედი”, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა და, ასევე, ა(ა)იპ ”ქართული ოცნება_ ჯანმრთელი მომავლის” მედპერსონალი.
🔵✳️ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან;
🔵✳️მისამართი: სენაკი, ვაჰანიას ქ. N 1; საოჯახო მედიცინის ცენტრი ”მკურნალი”.
🔵✳️ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ ინფორმაციაც, უწყების ბენეფიციარებს, წინასწარ მიეწოდებათ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.