გერმანიის საელჩო თამარ ჩერგოლეიშვილს ელჩის ფრაზების დამახინჯებაში ადანაშაულებს

გერმანიის ელჩის ინტერვიუდან „ტაბულაში” გამოქვეყნებულ გამონათქვამებთან დაკავშირებით გერმანიის ელჩის მოადგილემ მთავარ რედაქტორს შემდეგი წერილი გაუგზავნა:

“პატივცემულო ქალბატონო თამარ,

გერმანიის ელჩმა აღმოაჩინა, რომ მისი პიროვნებისადმი ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც მას 8 მარტის შეთანხმების შინაარსის შეხსენება მოუხდა. ამის შემდეგ, მოკლე ხანში თქვენ „ტაბულას” საიტზე ახსენეთ ინტერვიუ, რომელიც ელჩმა ნახევარი წლის წინათ მისცა. თქვენ წერთ, თითქოს, ამ ინტერვიუში ელჩი ამბობს, რომ 2019 წლის 20 ივნისს პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა პროპორციული იყო. ამით ელჩის გამონათქვამს არასწორად გადმოსცემთ. სინამდვილეში, ელჩმა განაცხადა, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება გარკვეულ სიტუაციებში აუცილებელი შეიძლება, გახდეს, მაგრამ პროპორციული უნდა იყოს. თქვენ მიერ გავრცელებული არასწორი გამონათქვამი სხვა ქართულმა მედიასაშუალებებმა გამოიყენეს და გაავრცელეს.

დავადგინეთ, რომ ამასობაში თქვენ გაასწორეთ ციტირებული პასაჟები ინტერვიუდან. ამის მიუხედავად, მაინც მოგიწოდებთ, მიჰყვეთ მიღებულ საერთაშორისო ჟურნალისტურ პრაქტიკას, რაც იმას ნიშნავს, რომ, ასევე, მკაფიოდ და თვალსაჩინოდ აღიაროთ თქვენ მიერ გავრცელებული მცდარი გამონათქვამი და გაასწოროთ ის. ის, რომ ამასობაში უჩუმრად გამოაქვეყნეთ უკეთესი ინტერპრეტაცია, საკმარისი არ არის.

პატივისცემით, იან ბიტნერი​ ელჩის მოადგილე, ეკონომიკის განყოფილების უფროსი/იურიდიული და საკონსულო განყოფილების უფროსი”, – აღნიშნულია წერილში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები