გამოაცხადებენ თუ არა ტრამპს სოლეიმანის ლიკვიდირებისთვის საერთაშორისო ძებნაში – ირანი ინტერპოლს მიმართავს
ირანის სასამართლო ხელისუფლება ინტერპოლს მოუწოდებს, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გენერალ ქასემ სოლეიმანის ლიკვიდირებისთვის საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადოს.
ამის შესახებ სააგენტო Mehr-ი იტყობინება.
თეირანის პროკურორის, ალი მეჰრის თქმით, იმ 36 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა, ვინც ქასემ სოლეიმანის მკვლელობის საკითხში იყო ჩართული, რომელთა შორის არიან აშშ-ისა და სხვა ქვეყნების პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები.
მისივე თქმით, სასამართლო ორგანოებმა გადაწყვიტეს ინტერპოლის მეშვეობით “წითელი სტატუსის” გამოცხადება და პასუხისგებაში მათი მიცემა.
ალი მეჰრი ამბობს, რომ აღნიშნული პირები ბრალდებული არიან “მკვლელობასა” და “ტერორიზმში” და დასძენს, რომ სიის სათავეში აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპია.
ქასემ სოლეიმანი ბაღდადის აეროპორტთან 3 იანვარს იქნა ლიკვიდირებული.