ვოლსკი ნათელაშვილის განცხადებაზე: საერთაშორისო საზოგადოებამ სიღრმისეულად უნდა გააანალიზოს, რასთან და ვისთან გვაქვს საქმე

“შალვა ნათელაშვილი ჰიტლერის გერმანიას დღევანდელ გერმანიას ადარებს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის დღევანდელ განცხადებას.

„შალვა ნათელაშვილი ჰიტლერის გერმანიას ადარებს დღევანდელ გერმანიას და მათ ცოდვებს დღევანდელ გერმანიას ეკითხება, მათ ელჩს კორუმპირებულს უწოდებს, ისევე როგორც სტრასბურგის სასამართლოს კორუმპირებულობაზე ალაპარაკდა გაერთიანებული ოპოზიცია.

საერთაშორისო საზოგადოებამ სიღრმისეულად უნდა გააანალიზოს, რასთან და ვისთან გვაქვს საქმე“, – აცხადებს გია ვოლსკი.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „გერმანიის ელჩს აფინანსებს ივანიშვილის რეჟიმი, მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები