გია ვოლსკი: საქართველო-აშშ-ს ურთიერთობების ხარისხი ისტორიის განმავლობაში ასეთი მაღალი არასოდეს ყოფილა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის თქმით, საქართველო-აშშ-ს ურთიერთობების ხარისხი არასდროს ყოფილა ასეთ სიმაღლეზე.

„საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების ხარისხი არ ყოფილა ასეთი მაღალი არასოდეს ისტორიის განმავლობაში, ყველა მიმართულებით უსაფრთხოების, ეკონომიკის, პოლიტიკის. უამრავი რეზოლუცია არის მიღებული საქართველოს მხარდასაჭერად და პირდაპირ სანქციებია გამოცხადებული მათთვის, ვინც საქართველოს ტერიტორიის მთლიანობას არ ცნობს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩანაწერი, რომელიც მთლიანობაში პოზიტიურია, განხილვის საფუძველზე იქნება მიღებული, პროექტი სხვა ტექსტით შეიცვლება, რომელიც რეალურად ასახავს მდგომარეობას. მე არ მგონია, სასამართლოს მიმართ ხელისუფლების ზეწოლაზე მიგვითითებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენები. არ არსებობს ასეთი სისტემა. სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც მიიღო გადაწყვეტილება უგულავას მიმართ, ოქრუაშვილის მიმართ და ისინი დამნაშავეები არიან. სასამართლოს პროცესი გვიჩვენებს, დამნაშავე არის თუ არა გიორგი რურუა“, – აცხადებს გია ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები