გიორგი გახარია: რეგიონული განვითარების 2021-2022 წლების პროგრამა დამტკიცებულია, თუ დამატებით რაღაც გასაკეთებელია, თქვენს წინადადებებს გავითვალისწინებთ
“რეგიონული განვითარების 2021-2022 წლების პროგრამა დამტკიცებულია, თუ დამატებით რაღაც გასაკეთებელია, თქვენს წინადადებებს გავითვალისწინებთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის თქმით, რეგიონული განვითარების 2021-2022 წლების პროგრამა დამტკიცებულია და ამ თემაზე განხილვა პარლამენტშიც მიმდინარეობდა.
“თქვენ გაიხსენეთ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დრო, როდესაც ჩვენ რეგიონებში დავდიოდით და რეგიონების განვითარების გეგმებს ვადგენდით. ვუყურებდით რესურსულ ბაზებს და ყველა რეგიონში გვქონდა პრეზენტაციები. ეს ყველაფერი შენახულია, გადაცემულია ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის, მაგრამ ეს იყო მთავრობის ადმინისტრაციისა და მთავრობის მეთაურის ინიციატივა
სისტემურად ამ ყველაფერს არეგულირებს რეგიონული განვითარების პროგრამა, რომელიც არსებობს და დამტკიცებულია. მე როგორც ვიცი, პარლამენტშიც იყო ამაზე განხილვა, 2021-2022 წლების და იქ ეს ყველაფერი ასახულია. ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ჩარჩო არსებობს, თუ დამატებით რაღაც გასაკეთებელია, თქვენს წინადადებებს გავითვალისწინებთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.