გიორგი გახარია: აზიური ფაროსანას პრობლემა ქვეყანაში არის დაძლეული, მასთან ბრძოლაში საქართველოს პრაქტიკა FAO-მ ერთერთ საუკეთესოდ დაასახელა

“დღეის მდგომარეობით, შეიძლება ითქვას, რომ აზიური ფაროსანის პრობლემა ქვეყანაში არის დაძლეული”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა იმ წარმატებისთვის, რომელსაც მათ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით მიაღწიე.

„დღეის მდგომარეობით, შეიძლება ითქვას, რომ აზიური ფაროსანის პრობლემა ქვეყანაში არის დაძლეული. ამას საერთაშორისო შეფასებების მოჰყვა და FAO-მ საქართველოს პრაქტიკა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში დაასახელა ერთერთ საუკეთესოდ. ჩვენებს, უბრალოდ, არ სცალიათ, თორემ მათ ბევრგან ეძახიან ამ გამოცდილების გასაზიარებლად”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები