ირაკლი სესიაშვილი აშშ-ის ანგარიშზე: მისასალმებელია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს უსაფრთხოების სისტემას

“მისასალმებელია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს უსაფრთხოების სისტემას მაღალი შეფასება მისცა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ 2019 წლის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან სერიოზულ ოპერატიულ საქმიანობას ახორციელებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან სერიოზულ ოპერატიულ საქმიანობას ახორციელებს, რომლის შესახებ შეიძლება, საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ პარტნიორები კარგად ხედავენ. ყოველდღიურ რეჟიმში ხდება პრევენციული ღონისძიებების გატარება, როცა საქმე ეხება კონტრდასაზვერვო ან ანტიტერორისტულ ღონისძიებებს. კარგია, რომ ჩვენი თანამშრომლობა უფრო მაღალ დონეზე სწევს საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას“, – აღნიშნა სესიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები