ჯანდაცვის მინისტრი: სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების ანტირეკორდი დამყარდა

სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 771 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 22 488 ინფიცირებულია.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტორისიანმა განაცხადა, ეს ახალი “რეკორდია”, პანდემიის დაწყებიდან.

მისი ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებებში საწოლები არის, მაგრამ – ცოტა და ისინი სწრაფად ივსება და თავისუფლდება.

“ამჟამად, 502 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 113-ის  – უკიდურესად მძიმე, 40 პირი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა მიერთებული. ცხადია, რომ ახალგაზრდებში ინფექციის გავრცელება შემცირებულია, თუმცა უფროსი თაობის ადამიანებში გაიზარდა. ვირუსი ყველგან არის და საჭიროა უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვა”, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები