ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია დაკავებულია ერთმანეთის ჭამით, ასე გააგრძელონ, ეს კარგია ჩვენთვის და ქვეყნისთვის

“ოპოზიცია ერთმანეთის ჭამით არის დაკავებული. გააგრძელონ ერთმანეთის ჭამა, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგია ჩვენთვის და კარგია ქვეყნისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ფონზე, ოპოზიცია იმ მოცულობითაც ვერ იქნება მომდევნო პარლამენტში წარმოდგენილი, როგორც დღეს არის.

„სანამ ხელისუფლება არის დაკავებული საქმის კეთებით, პანდემიასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი სოციალური და ეკონომიკური კუთხით, ამასობაში, ოპოზიცია დაკავებულია ერთმანეთის ჭამით. ისინი ერთმანეთს ჭამენ პარტიებში, პარტიებს გარეთ, მედიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, ყველგან არიან ისინი ერთმანეთთან დაპირისპირებული, რაც ძალიან კარგია იმიტომ, რომ ეს რადიკალური ოპოზიცია, საბოლოოდ, იმ მოცულობითაც ვერ იქნება ამ ფონზე მომდევნო პარლამენტში წარმოდგენილი, რა ფორმითაც დღეს არის. შესაბამისად, გააგრძელონ ერთმანეთის ჭამა, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგია ჩვენთვის და კარგია ქვეყნისთვის”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები