“შევხედოთ, როგორი იქნება ჩემი როლი სქართველოში – არ ვაპირებ უკანა სავარძელზე ყოფნას, მე საჭესთან ჯდომა მიყვარს”
“რომ იცოდეთ, ახლა კაბინეტისკენ არ მივისწრაფვი. სხვათა შორის, კაბინეტი ზელინსკის კაბინეტის თავზე მაქვს და იქ მხოლოდ ერთხელ ვიყავი, უბრალოდ, რომ მცოდნოდა, სად იყო. კაბინეტზე ალერგია მაქვს”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დიმიტრი გორდონთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
“რა იქნება საქართველოში, როგორი იქნება ჩემი როლი საქართველოში, უკრაინაში, ერთად შევხედოთ.
არ ვაპირებ უკანა სავარძელზე ყოფნას, მე საჭესთან ჯდომა მიყვარს. თვითმფრინავის საჭესთან, მანქანის საჭესთან, ფორმულის საჭესთან. ვნახოთ, რა იქნება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.