თამარ გაბუნია: კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია, ესეც ნიშანია იმისა, რომ ქვეყნის შიგნით ინფექციის გავრცელება არ ხდება

“კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. ესეც ნიშანია იმისა, რომ ქვეყნის შიგნით ინფექციის გავრცელება არ ხდება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება.

„ამ დროისთვის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება. სამივე შემთხვევა არის იმპორტირებული. ესეც ნიშანია იმისა, რომ ქვეყნის შიგნით ინფექციის გავრცელება არ ხდება. როგორც ჩანს, იმ მაკონტროლებელი ღონისძიებებით, რასაც დღეს ჩვენ ვიყენებთ, ეფექტურად ხერხდება ეპიდემიის კონტროლი”, – განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 914 გახდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები