“ამდენ წელს იარეს და ბოლოს, ერთი მხრივ, გიორგი რურუას პოლიტიკური ლიდერობის ქვეშ აღმოჩდნენ, მეორე მხრივ – უპასუხისმგებლობით კი, ქართველი ხალხის წინაშე”
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ცოტნე ზურაბიანის თქმით, ოპოზიციისგან განსხვავებით, “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს.
“ქართული ოცნება” იღებს თავის პასუხისმგებლობას და ჩვენ ვამბობთ, რომ სრულად ვუჭერთ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რადგან მივიჩნევთ, რომ ეს პოლიტიკური კონსენსუსი, რომელიც შედგა, არის ძალიან მნიშვნელოვანი.
სამწუხაროდ, ამ პასუხისმგებლობას ვერც “ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც “ევროპული საქართველო“ ვერ იაზრებს, სხვადასხვა მიზეზი მოაქვთ. ახლა რურუაზე გადის ამათთვის საქართველოს ხვალინდელი დღე, სამწუხაროდ და პოლიტიკურ ლიდერად არის ქცეული გაერთიანებული ოპოზიციის. აი, ამდენ წელს იარეს, ხან რა გააკეთეს, ხან რა მიმართულებით წავიდნენ და ბოლოს აღმოჩდა ყველა გიორგი რურუას პოლიტიკური ლიდერობის ქვეშ, ერთი მხრივ და, მეორე მხრივ, უპასუხისმგებლობით ქართველი ხალხის წინაშე, რადგან არ უჭერენ მხარს ამ ცვლილებებს. ამას აქვს ერთადერთი მიზეზი – ეს არის დესტაბილიზაციის მუდმივი მცდელობა, არეულობა, ქაოსი და ფიქრობენ, რომ მეტი პოლიტიკური ქულების მოპოვებას შეძლებენ”, – განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.