კახა კალაძე: სამწუხაროდ, არსებობენ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მხოლოდ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამოდიან
“სამწუხაროდ, არსებობენ ისეთ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მხოლოდ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამოდიან და ეს დაამტკიცეს თუნდაც იმით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნის პოლიტიკური მომავლისთვის მნიშვნელოვანია.
„მე ვფიქრობ, რომ კონსტიტუციურ ცვლილებაში შესწორება აუცილებლად მოხდება, ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს პარლამენტში ამ ცვლილებას, რასაც მე მივესალმები. პირველი მოსმენით მიიღეს, რისთვისაც უკლებლივ ყველას, ვინც მონაწილეობდა კენჭისყრაში, მადლობა მინდა, გადავუხადო. დარწმუნებული ვარ, მეორე და მესამე მოსმენითაც თავისუფლად იქნება მიღებული ეს ცვლილებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისა და მომავლისთვის.
არჩევნების არანაირი ლეგიტიმაცია არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია. მას ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი. ვინც არ მიიღებს მომავალში კენჭისყრაში მონაწილეობას და ამ მნიშვნელოვან ცვლილებას ხმას არ მისცემს, რა თქმა უნდა, მას მოჰყვება შესაბამისი შეფასებაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.