კახა კალაძემ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

„გუშინ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. შემთხვევა, რომელიც გავიგეთ, ძალიან მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის.

კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, ასევე, სრულიად საქართველოს. ძალიან ცუდია ეს ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძე.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში გუშინ იპოვეს. მაშველები  შაქარაშვილს ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები