ვაშინგტონში ისევ არეულობაა
ვაშინგტონში, თეთრ სახლთან საპროტესტო მსვლელობა არეულობაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც შეკრებილებმა ლაფაიეტის მოედანზე ქვეყნის მეშვიდე პრეზიდენტის, ენდრიუ ჯექსონის ძეგლის ჩამოგდება სცადეს.
მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა მონუმენტის ირგვლივ არსებული ღობე ჩამოანგრიეს, ნაწილი ძეგლზე ავიდა და ყვიროდა – “ენდრიუ ჯექსონი უნდა წავიდეს!”.
შეტაკება მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციელები ძეგლის ირგვლივ ბარიერის შექმნა სცადეს, შედეგად, სამართალდამცველებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
მანამდე ოთხი პოლიციელი იმ დროს დაშავდა, როდესაც ლაფაიეტის მოედნიდან კარვების აღებას ცდილობდა. აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მისამართით სხვადასხვა ნივთს ისროდნენ, რამდენიმე პირი დაკავებულია.
აშშ-ის ქალაქებს საპროტესტო ტალღამ მინეაპოლისში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის დაკავების დროს გარდაცვალებამ გამოიწვია.
ქუჩაში გამოსულები საპოლიციო თვითნებობის შეჩერებას ითხოვდნენ, ასევე, მათ ანტირასისტული ლოზუნგები ეკავათ. თუმცა, ზოგიერთი გამოსვლა შეტაკებებში გადაიზარდა, მაროდიორობაში, ძარცვაში. აგდებენ ისტორიულ ძეგლებს.
მთავრობა საპოლიციო რეფორმას განიხილავს.